ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, დაღუპულთა რიცხვი 10 335-ს შეადგენს, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 356 942-ია. ამერიკაში კორონავირუსისგან 18 999 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: