ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 954 შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 6343-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას interfax რუსეთის დაავადებათა კონტროლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვში ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით 47 ადამიანი დაღუპული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 406-ია.