ქალები ჩრდილში — ნახეთ ცნობილი ქართველი ქალების თანამედროვე ილუსტრაციები
უმეტესად, როცა სხვადასხვა დარგში წარმატებული ადამიანების შესახებ ვიგებთ, მათ ისტორიებს ვეცნობით, მათ შესახებ გვასწავლიან ან მათი შემოქმედებით დაინტერესებას გვირჩევენ, ასეთ დროს მხოლოდ კაცებს მოიაზრებენ ხოლმე: იქნება ეს მეცნიერება თუ ხელოვნება, პოლიტიკა თუ ისტორია, ძირითადად სწორედ კაცების გამოცდილებების, მიღწევებისა და წარმატების შესახებ ვიცით.
ნუთუ კარგი მწერლები, მხატვრები თუ მომღერლები მხოლოდ კაცები არიან? ან თუნდაც დღეს ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ადამიანები მათზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად მხოლოდ მათი გენდერული ნიშნის გამო ასრულებენ? ალბათ, უმეტესობა შევთანხმდებით, რომ არა, მაგრამ მაშინ რატომ ვიცით ასე ძალიან ცოტა იმ ქალების შესახებ, რომლებმაც ნამდვილად ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთეს თუ შექმნეს?
მთელი მსოფლიოს მსგავსად, ეს მდგომარეობა არც ქართული კულტურისთვისაა უცხო. საქართველოს ისტორიას არაერთი მნიშვნელოვანი ქალი ახსოვს, თუმცა რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მათზე ცოტა თუ გვსმენია.
ქართველმა არტისტმა ჰიუ ჩარლზ ანდერსონმა, რომელიც თავის ილუსტრაციებს ინსტაგრამზე აქვეყნებს, გადაწყვიტა, რომ სწორედ ასეთი ქალების თანამედროვე ილუსტრაციები შეექმნა, რომლებსაც, მისი აზრით, საზოგადოების დიდი ნაწილი სათანადოდ არ იცნობს.
"აქამდე ხშირად ვხატავდი სხვადასხვა ცნობილი ფილმისა თუ სერიალის ჩემს საყვარელ გმირ ქალებს. ერთ დღესაც კი გავიფიქრე, რატომ მხოლოდ უცხოელები, ბევრი ქართველი ქალია, რომელიც ჩვენი კულტურისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არც მე და არც სხვები შესაბამისად არ ვაფასებთ. ჰოდა, მათი დახატვა გადავწყვიტე", — ამბობს ჰიუ ჩარლზ ანდერსონი On.ge-სთან ინტერვიუში.
პირველად მან ცნობილი ჯაზ-მომღერალი გიული ჩოხელი დახატა, რომელიც საბჭოთა კავშირში საოცრად პოპულარული იყო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, თანამედროვე მსმენელმა მეტ-ნაკლებად მიივიწყა.
იმავეს ფიქრობს ეკატერინე გაბაშვილზეც, რომელიც მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის გამორჩეული ავტორია, მაგრამ ხშირად მხოლოდ მისი ერთი მოთხრობა — მაგდანას ლურჯა ახსენდებათ მკითხველებს და მის დანარჩენ არანაკლებად მნიშვნელოვან შემოქმედებას არ იცნობენ.
ინოლა გურგულია
ფოტო: ჰიუ ჩარლზ ანდერსონი
მედეა ძიძიგური
ფოტო: ჰიუ ჩარლზ ანდერსონი
ჰიუ ჩარლზ ანდერსონმა ასევე დახატა ინოლა გურგულია და მედეა ძიძიგური, რომლებიც მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქართველი მუსიკოსები არიან:
"მედეა ძიძიგურის ხმა ბავშვობიდან მაქვს ჩარჩენილი ძალიან ტკბილ და ნოსტალგიურ მელოდიად. ხშირად უსმენდნენ ბებო და პაპა მედეასა და ჯემალ სეფიაშვილის კონცერტს. ამიტომ, მედეა პირველ რიგში იმიტომ დავხატე, რომ მადლობა გადამეხადა იმ ემოციებისთვის, რასაც მისი მოსმენისას ბებიაჩემი განიცდიდა პაპას მიმართ".
ბარბარე ყიფიანი
ფოტო: ჰიუ ჩარლზ ანდერსონი
მარიამ უგრელიძე
ფოტო: ჰიუ ჩარლზ ანდერსონი
როგორც თავად ამ ილუსტრაციების ავტორი ამბობს, ამ ნახატებით სურდა არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც შეეხსენებინა ამ ქალების არსებობა:
"რა ვიცოდი მარიამ უგრელიძისა თუ ბარბარე ყიფიანის შესახებ? ბევრი არც არაფერი და დარწმუნებული ვარ, ერთადერთი არ ვარ, ვინც მათი ღვაწლის შესახებ არაფერი იცის".
მარიამ უგრელიძე ისტორიის მიერ მივიწყებული ცნობილი პედიატრია, რომელსაც მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს შექმნილი ბავშვთა ჯანმრმთელობის საკითხებზე. ბარბარე ყიფიანიც ასევე ცნობილი მეცნიერი და ექიმია, რომელიც ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებს შეისწავლიდა.
სულ ბოლოს ამ ერთგვარ სერიაში საპატიო ადგილი დაიკავა ჩვენი თანამედროვეობისთვის კარგად ნაცნობმა სახემ, მარინა ეზუგბაიამ:
"დღეს პანდემიასთან ეროვნულ ბრძოლაზე საუბრისას ხშირად ვახსენებთ პაატა იმნაძეს, თენგიზ ცერცვაძესა თუ ამირან გამყრელიძეს, მაგრამ იშვიათად — მარინა ეზუგბაიას. არადა დარწმუნებული ვარ, ისიც არანაკლებ შრომობს და ეგეც რომ არა, ერთი სატელევიზიო ჩართვიდანაც კი ახერხებს, თავისი გულისხმიერი გამომეტყველებით ყველას განწყობაზე კარგად იმოქმედოს", — ამბობს ჰიუ ჩარლზ ანდერსონი.
მარინა ეზუგბაია
ფოტო: ჰიუ ჩარლზ ანდერსონი
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები