საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს.

"ამ გაჭირვების ჟამს, გიერთდებით მადლიერების გამოხატვაში იმ ხალხის მიმართ, ვინც #COVID19-ს სახლში დარჩენით ებრძვის. ბორის ჯონსონ, გამაგრდით! ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას. გისურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას", — წერს საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერის მეშვეობით.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამოკვლევებისთვის კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, ჯონსონს ეს რეკომენდაცია ექიმმა მისცა, რადგან ვირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ მას ისევ აქვს სიმპტომები, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა.

ამ დრომდე ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და აგრძელებდა მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულებას.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: