პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებები ჩვენს ყოველდღიურობაზე წარმოუდგენელ გავლენას ახდენს და მინიმალური ჩვევების გამომუშავებით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაც შეგვიძლია.

გთავაზობთ რამდენიმე სიტუაციას, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესთან უფრო დაგაახლოებს და თავსაც ბევრად უკეთ გაგრძნობინებს:

1. დალიე წყალი ყოველ დილით

ფოტო: Patrick Butler

თუ დილას თვალების გახელისთანავე მობილურს არ აიღებ და სოციალურ ქსელებში თავით არ გადაეშვები, შეგიძლია თავი შეაქო. და თუ ამის ნაცვლად დღეს ერთი ჭიქა წყლის დალევით დაიწყებ, დღე ბევრად კარგად აისახება ეს შენს როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

2. თავი აარიდე ტოქსიკურ სიტუაციებს

ფოტო: Chavilah

მაგალითად, გამოწერა გაუუქმე ინსტაგრამის ისეთ ანგარიშებს, რომლებიც არარეალისტურ სტანდარტებს გიწესებენ და საკუთარ ცხოვრებას და მიზნებს არც ისე სასურველად გისახავენ. ამის შემდეგ, ინსტაგრამიც ბევრად უფრო საინტერესო და პოზიტიური გამოცდილების მატარებელი იქნება.

3. არ იმუშაო საწოლიდან

ფოტო: Karina de la Cruz

მთავარი დანიშნულება, რაც საწოლს ჩვენს გონებაში აქვს, განტვირთვა, დასვენება და ძილია — ამ "წმინდა ადგილიდან" მუშაობით კი ეს დამოკიდებულება ირღვევა. უამრავი ადამიანი ამბობს, რომ საწოლიდან მუშაობის შემთხვევაში ღამე იმ ადგილზე დაძინება უჭირს.

4. აღმოაჩინე პოზიტიური დეტალები

ფოტო: henrique barone

ჩათვალე, რომ ეს ჩვევა გონების სავარჯიშოდ შეგიძლია აქციო. ეცადე გარემოს მუდმივი კრიტიკის ნაცვლად, დადებითი დეტალები გამოარჩიო. ისინი, ვინც ამ ხერხს მიმართავენ, ამბობენ, რომ ამ ჩვევის ჩამოყალიბების შემდეგ საკუთარ თავსაც უფრო პოზიტიურ ჭრილში განიხილავენ, რაც მათ თვითშეფასებაზე კარგად მოქმედებს.

5. უსმინე საყვარელ მუსიკას საქმის კეთებისას

ფოტო: Elena Maykhrych

არ აქვს მნიშვნელობა, სახლს ალაგებ, ყავას მიირთმევ თუ ვარჯიშობ — ამ ყველაფრის კეთება საყვარელი მელოდიის თანხლებით ბევრად უფრო სასიამოვნოა. შეიძლება ერთი შეხედვით ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მუსიკა ხშირად ამშვიდებს.

6. მიიღე D ვიტამინი

ფოტო: Paarth Desai

თვითიზოლაციის პირობებში ამ წესის შესრულება არც ისე მარტივი ჩანს, მაგრამ თუ აივანზე მზეს მიეფიცხებით, ან ფანჯრიდან შეისრუტავთ მზის სხივებს, ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ვიტამინს მიიღებთ. მზე D ვიტამინის საუკეთესო წყაროა. აუცილებელია დღის სწორი მონაკვეთის შერჩევაც — შუადღისას 10-30 წუთის მზის ქვეშ გატარება მის მისაღებად საკმარისია.

7. იმოძრავე

ფოტო: Benjamin Ulmet

ფრაზა "ადამიანები მოძრაობისთვის ვართ შექმნილნი" ნამდვილად შაბლონურია, მაგრამ სიმართლეცაა. ჩართე მხიარული მუსიკა, აყევი რიტმს და მთელი დღის სტრესისგან გათავისუფლდები. მით უმეტეს, სახლში ნაკლებად შეიძლება იდარდო, რომ უცხო თვალები შენს მოძრაობებს კრიტიკულად შეაფასებენ.