დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 400-500-ით გაიზრდება პროცესი უკონტროლო და რთული სამართავი გახდება. მისი თქმით, მთავრობას ამის დაშვება არ უნდა.

"დღეში 50 ინფიცირებულის მართვის საშუალება დღესდღეობით ჩვენს სამედიცინო სფეროს გააჩნია. ჰოსპიტალური სექტორი არის მობილიზებული და ეს არ არის განგაშის საფუძველი", — განაცხადა მან პირველ არხთან ინტერვიუში.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრიც, ვირუსის პიკს აპრილის ბოლოს ელოდებიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 174 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2. კარანტინის რეჟიმში რჩება 5010 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 350.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: