კორონავირუსით სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი ესპანეთის გარდა, იტალიასა და საფრანგეთშიც შემცირდა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 525 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 19 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საფრანგეთში კი ამავე დროში 357 ადამიანი გარდაიცვალა, როცა გუშინ ეს ციფრი 441 იყო.

რაც შეეხება ესპანეთს, გარდაცვლილთა რიცხვი დღეს 674 იყო, რაც 26 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: