ოპოზიციონერის სტატუსს შეფარებული ზოგი უსაქმური ქედმაღლურად გასცემს უსარგებლო დირექტივებს — გაბუნია
"რა სამწუხარო სანახავია პოლიტიკას და ოპოზიციონერის სტატუსს შეფარებული ზოგიერთი უსაქმური, რომელმაც ახლა, ამ დროს საბრძოლო ფრონტი გახსნა მთავრობის წინააღმდეგ", — ასე ეხმაურება ფეისბუქგვერდზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკას. მისი თქმით, ოპოზოციაში არ ერიდებიან ცილისმწამებლურ განცხადებებს და "ქედმაღლურად გასცემენ, უსარგებლო დირექტივებს".
"კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების მიზნით, ქვეყნის ხელისუფლება, ქართული ოცნების გუნდი ხალხის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში მაქსიმალური შედეგებისთვის მუშაობს და უმნიშვნელოვანესი შედეგები სახეზეა, როგორც ჯანდაცვის სტრატეგიის, ისე ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკის, მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით", — აცხადებს გაბუნია.
გაბუნია ამბობს, რომ ეს ყველაფერი კეთდება უძილო ღამეების ფასად და არავინ ითხოვს მადლიერებას, თუმცა ხელისუფლების ძალისხმევის საილუსტრაციოდ მან ჩამოთვალა კორონავირუსის პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები. მათ შორის, ეკონომიკის სტიმულირების გეგმა, ცხელების კლინიკების გახსნა, ცხელი ხაზის ამოქმედება, კომუნალურების ვაუჩერები და ა.შ.
"ეს პასუხისმგებლიანი და ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების ბუნებრივი ვალდებულებაა, მაგრამ არც იმ უპასუხისმგებლო იპოზიციონერი პოლიტიკოსების წუწუნს და ვაიკრიტიკას მივიღებთ", — აცხადებს ის.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური განხივლის თემად ჯერ სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანა, შემდეგ კი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების საკითხი გახდა. კერძოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ შეუძლია საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ავიარეისები უზრუნველყოს, რაზეც პასუხად უარი მიიღო.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში ქვეყანას დახმარება არ სჭირდება და თუ ვინმეს შესაძლებლობა აქვს, ფული ფონდში ჩარიცხოს. მისი თქმით, ამ თემაზე რამდენიმე კვირაა მხოლოდ ჭორაობენ.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახარიას პასუხად აცხადებს, რომ ფონდში ფული შეუძლია "ბუნკერში ჩამალულმა უფროსმა" ბიძინა ივანიშვილმა გადაურიცხოს. სააკაშვილის თქმით, მთავრობისგან მხოლოდ 2 რამეს ითხოვენ, რომ მიმართონ საელჩოებს წერილით, რათა გაიხსნას აეროპორტები და შემდეგ ამ რეისმა თბილისში დაჯდომა მოახერხოს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები