დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კიდევ 3 პაციენტს კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი აქვს. მისი თქმით, ინფექციურ კლინიკას უკვე 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

"სახლში, ალბათ, გაეწერებიან დღეს. პასუხი უკვე მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მონაცემები PCR-ის ტესტირების პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ კლინიკას", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

მანვე აღნიშნა, რომ დადასტურდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა. მონაცემები ახალ ინფიცირებულებზე Stopcov.ge-ზე ჯერ არ ასახულა.

Stopcov.ge-ს ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 36 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5067 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 330.

ინფექციური სავადმყოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათთან მყოფი 2 არასწრულწლოვნის ტესტირების პერიოდიც დადგა და ის ვარაუდობს, რომ კლინიკას გამოჯანმრთელებულები დატოვებენ. მანვე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი რამდენიმე ადამიანით გაიზრდება

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: