მარტის შემდეგ პირველად, ესპანეთში ყოველდღიური სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში 674 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოცემა ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 17 მარტიდან სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირედით იზრდებოდა, 24 მარტიდან კი კლება დაიწყო.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში Covid 19-ის 80 261 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსისგან გამოჯანრმთელდა 38 080, გარდაიცვალა 12 418.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: