დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ყველაზე სასიხარულო არის, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 13 წლის ბავშვის ჯანრმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თქმით, სტაბილურად არიან კლინიკაში მყოფი ორსული ქალებიც და საფრთხე არც ნაყოფს ემუქრება.

"ორსული, რომელიც იყო 22 კვირის, უკვე 23-ე კვირაშია. მისი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო 48 საათია ცხელება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება 8 კვირის ორსულ 19 წლის ქალს, მისი და ნაყოფის მდგომარეობა ფასდება სტაბილურად", — განაცხადა რატიანმა ჟურნალისტებთან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 36 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5067 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 330.

ინფექციური სავადმყოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათთან მყოფი 2 არასწრულწლოვნის ტესტირების პერიოდიც დადგა და ის ვარაუდობს, რომ კლინიკას გამოჯანმრთელებულები დატოვებენ. მანვე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი რამდენიმე ადამიანით გაიზრდება

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: