გუშინ ღამით ვაკეში ავარია მოხდა. აბაშიძისა და ნაფარეულის კვეთაზე, ერთმანეთს სასწრაფო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დახმარებისა და მსუბუქი ავტოობილი შეეჯახა, რის შედეგადაც სასწრაფოს მანქანა ამობრუნდა.

როგორც შსს-ში On.ge-ს განუცხადეს, სასწრაფოს მანქანაში მყოფი პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

სასწრაფოს მანქანაში პაციენტი არ იყო, თუმცა ის გამოძახებაზე მიდიოდა. დამატებით ინფორმაციას სასწრაფო დამედიცინო დახმარების ცენტრში არ გასცემენ.

გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, დადგენილია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.