საჩხერის კლინიკის მედპერსონალს კორონავირუსი დაუდგინდა. ის საჩხერის მერის ცოლია.

საჩხერის კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მისი პასუხი სუსტად დადებითია და საჭიროა გადამოწმება. მისივე თქმით, კონტაქტები უკვე მოკვლეულია და მათ შორის ექიმების ანალიზებიც გაგზავნილია.

ტელევიზიებთან სატელევიზიო ინტერვიუებში მერი ბენიამინ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მას არაერთი შეხება ჰქონდა სხვადასხვა პირებთან, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ის პირბადით და ხელთათმანებით მოძრაობდა.

ფოტო: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია

მერის თქმით, ცოლის მდგომარეობა სტაბილურია და მას მსუბუქი სიმპტომები აქვს, რაც მცირე ყელის ტკივილში გამოიხატება. მისივე მის ცოლს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულებთან და როგორც ჩანს "რაღაც შეცდომა გაიპარა", ჩაცმის ან ეკიპირების დროს, თუმცა ვერ იტყვის, რომ კორონავირუსი პაციენტისგან გადაედო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 36 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5067 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 330.

ინფექციური სავადმყოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათთან მყოფი 2 არასწრულწლოვნის ტესტირების პერიოდიც დადგა და ის ვარაუდობს, რომ კლინიკას გამოჯანმრთელებულები დატოვებენ. მანვე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი რამდენიმე ადამიანით გაიზრდება

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: