დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური სავადმყოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი რამდენიმე ადამიანით გაიზრდება. მისი თქმით, დღეს დილას ტესტირება ჩატარდება და მათი პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 36 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5067 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 330.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ, 4 აპრილს, დილას 158 შემთხვევა იყო დადასტურებული და ბოლო 24 საათში რაოდენობა 12-ით გაიზარდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: