ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შემდეგ საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობა დაინერგოს. ამ თემაზე მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"თუ ეს იქნება მეტად მხარდაჭერილი და აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი კლინიცისტებიც ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან და ამ მეთოდის გამოყენება შესაფერისი პროტოკოლის ფარგლებში ჩვენთანაც გახდეს შესაძლებელი [...] როგორც კი იქნება მეტად კონკრეტული რეკომენდაციები, ჩვენი ექიმების გუნდი, რომლებიც ზუსტად მიჰყვება ყველა საერთაშორისო სიახლეს, ამის დანერგვაზე იფიქრებენ და დაიწყებენ მუშაობს", — თქვა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გუშინ ამერიკის წამლის ფედერალურმა სააგენტომ თანხმობა განაცხადა გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის გამოყენებით სატესტო მკურნალობა დაიწყონ. ეს მხოლოდ მძიმე პაციენტებს ეხებათ. თამარ გაბუნიას თქმით, პლაზმით მკურნალობის ეფექტურობა დამაიმედებელ მოლოდინს იძლევა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 162-ია, მათგან 36 გამოჯანმრთელებულია, ერთი გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 5 067 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330.

"ფაქტობრივი კარანტინი"

30 მარტს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ის "ფაქტობრივ კომენდანტის საათსაც" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: