დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი დაინფიცირდა და ჯამში მათი რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 162-ია. დღეს, 4 აპრილს, ასევე, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის ამ დროისთვის 36-ია. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა და ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი 79 წლის ქალია. კარანტინის რეჟიმში 5 067 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330.

"ფაქტობრივი კარანტინი"

30 მარტს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ის "ფაქტობრივ კომენდანტის საათსაც" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.