დეკანოზ ელიზბარ ოდიშვილის თქმით, ეკლესია სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს იტყვის. მისი თქმით, ეკლესია მაშინ ამბობს ყველაფერს, როცა ამის დრო დადგება. ამის შესახებ დაკანოზმა მთავარ არხთან ისაუბრა.

"მე 40 წელია ვაზიარებ ამას, მე გამოვიარე ბევრი ვირუსები საწამლავიც რომ შემოუგდიათ ეკლესიაში. კოვზით ზიარება სასჯელია, ვინც არასწორად მიიღებს, იქ წერია თვითონ ლოცვაში, რომ ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა, რა შუაშია კოვზი", — თქვა დეკანოზმა ელიზბარმა.

დღეს, 4 აპრილს პერმიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სააღდგომო ლიტურგიას თვალს ტელევიზორით მიადევნებს და მოქალაქეებსაც მოუწოდა, რომ ასე მოიქცნენ. მისი თქმით, ეკლესიასთან ერთად დაბალანსებულ გამოსავალს ყოველთვის იპოვიან.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.

"მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები", — აცხადებს პატრიარქი.

კორონავირუსის დროს ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის საპატრიარქო სასულიერო პირებს დღეს, 3 აპრილს სმს-ით სამ რეკომენდაციას გაუგზავნის.

სამი რეკომენდაცია:

  • კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის;
  • აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები;
  • ყოველდღიურად ხშირად უნდა გაიწმინდოს ხატები და სიწმინდეები (სპირტისა და ვარდის წყლით), ასევე, დამუშავდეს იატაკი და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოიყოს პასუხისმგებელი პირები.

დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ ადამიანები ტაძარში საღამოს 9 საათამდე, გადანაწილდებიან ტაძარში და დილის 6 საათის შემდეგ სახლებში წავლენ.

ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა 159-ია, მათგან 31 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 1 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 5 526 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344.

"ფაქტობრივი კარანტინი"

30 მარტს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ის "ფაქტობრივ კომენდანტის საათსაც" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.