დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ მისი ინფიცირება კარგი მაგალითია იმის, თუ რა მარტივად შეიძლება კორონავირუსი გადაგედოს. ამ თემაზე ნიკოლოზ გამყრელიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"წესებს თუ არ დავიცავთ ეს ყველას შეიძლება დაემართოს. ძირითადი, ერთი სწავლაა, რომ ყველანი ვართ თანაბარი. ვირუსმა არ იცის არც რეგალია, არც თანამდებობა, არც რელიგიური აღმსარებლობა, არც კანის ფერი და არაფერი", — თქვა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის შვილმა კლინიკა პირველ აპრილს დატოვა, მას კორონავირუსი აღარ უდგინდება, თუმცა ერთი კვირიდან 10 დღემდე პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციაში რჩება. ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, ეს არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ კარგი გამოცდილება იყო.

ნიკოლოზ გამყრელიძე მე-10 ინფიცირებული პაციენტია. როგორც ის წერდა, მას კორონავირუსის თანამშრომლისგან გადაედო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 1 ადამიანი გარდაიცვალა და 28 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344.

30 მარტს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ის "ფაქტობრივ კომენდანტის საათსაც" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.