ჩვენი სიცოცხლე თქვენს ხელშია, მადლობა — გურჯაანელი მეყვავილის ტიტები ექიმებს აჩუქეს
გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის 1 500 ტიტა მოქალაქეებმა მადლიერების ნიშნად თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოს ექიმებს აჩუქეს. წითელ ტიტებს თან ჰქონდათ ბარათები წარწერებით: "გვეამაყებით, ჯანმრთელობას გისურვებთ!"; "ჩვენი სიცოცხლე თქვენს ხელშია, გვეამაყებით, მადლობა!"
იდეის ერთ-ერთი ავტორი, სოფო ახალაია On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, მეგობრებმა ტიტების შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კაკო ჯეირანაშვილის შესახებ ფეისბუქზე ინფორმაცია გავრცელდა. მათ საერთო ჯგუფი გააკეთეს, ფული შეაგროვეს და ნაყიდი ტიტები თბილისში სხვადასხვა საავადმყოფოს ექიმებს აჩუქეს.
"ჩვენი მთავარი მიზანი იყო დავხმარებოდით კაცს, რომელმაც იშრომა, რომ კვლავ ჰქონდეს იმის სურვილი განაგრძოს ბევრი ლამაზი ყვავილის დათესვა. თითოეული ადამიანის შრომა ჩვენთვის ძვირფასია. ასევე შეუფასებელია იმ მედპერსონალის შრომა, რომელიც ჩვენთვის სიცოცხლეს რისკავს. ეს იყო მიზეზი, დაგვენახებინა ადამიანებისთვის რომ ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ", — ამბობს სოფო ახალაია.
გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის ისტორია, რომელიც პანდემიის გამო ტიტებს ვეღარ ყიდდა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში 63 წლის მეყვავილე ამბობდა, რომ ამ სეზონზე დაახლოებით 2 000 ლარი დაკარგა, მისი 5 000 ტიტა კი ისევ ნაკვეთშია და ჭკნება.
კაკო ჯეირანაშვილის დახმარების სურვილი ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა. ინფორმაციის გავრცელებიდან, მეორე დღესვე On.ge-სთან საუბრისას კაკო ჯეირანაშვილის შვილმა აღნიშნა, რომ წარმატებული სეზონის შემთხვევაში მიღებული თანხა შეგროვებული იყო. მისი თქმით, მამა აღარ ნერვიულობს და გახარებულია.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები