დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ რეზერვი არ შეივსება, შესაძლოა, რომ 1-2 კვირაში სამედიცინო პერსონალის ეკიპირების პრობლემა დადგეს.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ეს პრობლემა არ დგას.

"ეტყობა ესეც ობიეტური რეალობაა, იმიტომ, რომ ამერიკას გაუჭირდა. ამხელა ამერიკამ ვერ გარდაქმნა თავისი მრეწეველობა ისე, რომ თვითონ დაიკმაყოფილოს თავი ამ კომბინიზონებით და პირბადეებით. ევროპის ქვეყნებიც ამ დღეშია. საქართველოში რაღაც ადგილობრივი მრეწველობა გაჩნდა, პირბადეები გაჩნდა, კომბინიზონების არ გაჩენილა. მაგრამ ჯერ ამის გამო პრობლემა არ შექმნილა. ასე ვიცი მე, რომ კიდევ ერთი-ორი კვირა გვეყოფა. თუ ვერ შეავსეს, მერე დადგება პრობლემა. მაგრამ ჯერ არ არის", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ tv პირველის ეთერში.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოში აწარმოე საქართველოში ფარგლებში საწარმო დოქტორ გუდს სამედიცინო ხალათებსა და კომბინიზონებს აწარმოებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოშ კორონავირუსით ინფიცირების 155 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 28 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: