რა უნდა იყოს თვითიზოლაციისას უკეთესი თავშესაფარი, ვიდრე ასტრიდ ლინდგრენის წიგნებია?

მით უმეტეს, რომ ჩვენი ბავშვობის წიგნებში მოულოდნელად ისეთ ნაწყვეტსაც შეიძლება წააწყდეთ, რომელიც საოცრად უხდება ამჟამინდელ სიტუაციას.

"სახურავის ბინადარ კარლსონში" ბიჭუნა წერილს წერს და დაწვრილებით ყვება, როგორ გახდა მთელი ოჯახი ქუნთრუშათი ავად.

ბიჭუნას წერილი:

"ჩემო კარგო დე როგორც ვატყოფ ჩვენი ოჯახის საქმე ცუდათ არი. ბოსეს და ბეტანს რაღაც კუნტრუშა დაემართათ და სავანტყოფოში არიან მე იზოლირებული ვარ. ტკივილით არაფერი მტკივა მაგრამ ალბათ ეგ კუნტრუშა მეც შემეყრება. მამა ლონდონშია და არ ვიცი ცოცხალია თუ არა. შეიძლება ისიც ავათ არი იმიტო რო ყველა ავათ არი. მომენატრე. ძალიან ავათ ხარ? კალსონზე რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ არ გეტყვი იმიტო რო ინერვიულეფ ბუასახლისი კი ამბობს სიმშვიდე და დასვენება შჭირდებაო. ის ავათ არ არი და არც კალსონი მაგრამ ალბათ მალე ეგენიც ავათ გაძდებიან. კარქათ იყავი დე მშვიდათ განისვენე!"

წიგნი ქართულად ნატო კვარაცხელიამ თარგმნა.