დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ექიმის ინფიცირების წყაროს ეროვნული ბანკის კლასტერი წარმოადგენს.

"აღნიშნული ინფიცირება მოხდა მეუღლის მხრიდან და არ მომხდარა პაციენტის მხრიდან. ახლანდელი მდგომარეობით, ჩვენი ექიმი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულ ექიმს სიმპტომები დაეწყო გუშინ და მისი ბოლო მორიგეობა იყო 31 მარტს, ანუ მისი სიმპტომების გამოვლენიდან გასულია რამდენიმე დღე და დაინფიცირების რისკი მასთან მყოფი თანამშრომლების არის დაბალი, თუმცა ჩვენ მაინც პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ყველა ის პირი, ვისაც მას ჰქონდა კონტაქტი. ის მორიგე სამედიცინო პერსონალი არიან თვითიზოლაციის პირობებში და საკარანტინო პირობებში გადასული", — განაცხადა გოგიტიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოშ კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 319.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.

3 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმეს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: