დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის გადაწყვეტილებით, სენაკის ბაზარი იხურება. ამის შესახებ გადაყწვეტილება დღეს გამართულ შტაბის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხელმძღვანელობდა.

შტაბის ცნობით, სენაკის ბაზარი სპეციალისტების მიერ დადგენილ რეკომენდაციებს არ აკმაყოფილებს. ასევე, არ ხდება სოციალური დისტანციის დაცვა.

შტაბმა ასევე იმსჯელა ზუგდიდის და ფოთის აგრარული ბაზრებთან დაკავშირებით. მათი გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბაზრები ფუნქციონირებას განაგრძობენ. მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის მასალების შესაბამისად ბაზრებში მდგომარეობა მოწესრიგდა და ადმინისტრაცია დამატებით ზომები გატარებას გეგმავს.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, გასულ ღამეს 25 პირი დაჯარიმდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოშ კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 319.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.

3 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმეს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: