რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, დენის მანტუროვმა რეგიონების ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ "გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე" არ შეზღუდონ ალკოჰოლის გაყიდვა. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ შესაძლოა სოციალური დაძაბულობა გაიზარდოს ან არალეგალური პროდუქციის ზრდა დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საელმწიფო გამოცემა ТАСС ავრცელებს.

მსგავსი შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების გამო რამდენიმე რეგიონში დაწესდა. მაგალითად, კრასნოიარსკის მხარის დეპუტატებმა ორი მოსმენით გადაწყვიტეს, რომ საღამოს 18:00-დან დილის 10 საათამდე ალკოჰოლი არ უნდა გაიყიდოს.

ვაჭრობის მინისტრისგან განსხვავებით, რუსეთის ჯანდაცვის მინისტტის მოადგილეს ეს იდეა მოსწონს. მისი თქმით, კარგია, თუ თვითიზოლაციის დროს ალკოჰოლის გაყიდვა შემცირდება.

კრემლის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 4 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 34.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: