დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მოუწოდა მოქალაქეებს, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვაზე ინფორმაცია შეატყობინონ 112-ს ან მიმართონ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდებ 3 აპრილის ბრიფინგზე ისაუბრა:

"სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არის დაჯარიმებული საგანგებო ვითარებისა და კომენდანტის საათის დარღვევის გამო. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრს არ აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და თანამოქალაქეების მიმართ. მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერ ლოკაციაზე, ეს იქნება ღია ბაზრები თუ სხვა დაწესებულება, დავიცვათ სოციალური დისტანცია და თუ ვინმე არღვევს წესებს, მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს".

მინისტრის განმარტებით, სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, შეზღუდვა, რომელიც ერთ სივრცეში მხოლოდ სამი ადამიანის ყოფნას გულისხმობს, ვერ გავრცელდება ყველა ვითარებაზე:

"არსებობს გამონაკლისები, რომელიც დაშვებულია კრიტიკული აცილებლობიდან გამომდინარე და ყველა ეს საქმიანობა ნებადართულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებით".

3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 14 შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. მთავრობის სპეცალური ვებგვერდის ინფორმაციით, უკვე გამოჯანმრთელდა 27 პირი, კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 281.

30 მარტს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ის "ფაქტობრივ კომენდანტის საათსაც" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.