ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ წელს ის და მისი ოჯახი ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგიაზე არ მივლენ.

ამის შესახებ მან მთავარი არხის კითხვაზე საპასუხოდ ისაუბრა.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ პროცესს ტელევიზიის საშუალებით დააკვირდებიან.

სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან არც ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათამდე მრევლის ეკლესიაში შეკრება და მათი იქ დარჩენა 06:00 საათამდე კომენდანტის საათის დარღვევაა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვა ეხება ყველას, მათ შორის, სასულიერო პირებს, რომლებმაც მსახურება უნდა აღასრულონ.