რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებზე ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საქართველოში შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერულ ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით.

23 მარტს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ავიახაზები 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს 6 ქალაქიდან ჩამოიყვანს მგზავრებს. მთავრობის მოთხოვნით, ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს €199-ს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა. კერძოდ:

გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: