დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ იმას თუ რამდენ უმუშევრად დარჩენილს დაეხმარება სახელმწიფო, სამსახურდაკარგული ადამიანების რიცხვი განსაზღვრავს.

მისი თქმით, კონკრეტული ციფრების დასახელებას ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ. მინისტრმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტით სამუშაო ადგილების შენარჩუნებას პირველ რიგში ბიზნესი შეძლებს.

"ნებისმიერი დაპირება, რომ ჩვენ დავეხმარებით ამდენ ათას ადამიანს ამდენი ლარით ან ამდენი თვის განმავლობაში, იქნება საფუძველს მოკლებული. იქნება რეალობისგან მოწყვეტილი. ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას ან კონკრეტული რაოდენობების დასახელებას იმის შესაბამისად, აპრილში რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მარტში და მაისში — რამდენმა დაკარგა აპრილში და ა.შ.", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოშ კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 319.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მასშტაბით უკვე 20 კლინიკა არის სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ კორონავირუსით დადასტურებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.

3 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 491 პირი დააჯარიმეს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: