Hollywood ის ერთ-ერთი გამორჩეული ახალი პროექტია, რომლის ხილვასაც ამ სეზონზე ყველაზე მეტად ველოდებით.

სერიალების ერთგული მაყურებლებისთვის რაიან მერფი კარგად ნაცნობი სახელი-გვარია, რომელსაც ისეთი ცნობილი სატელევიზო შოუების შექმნა უკავშირდება, როგორებიცაა Glee, American Horror Story და Pose. ჰოლივუდი კი მისი ახალი და ამბიციური პროექტია, რომლის ნახვაც სულ მალე შეგვეძლება.

სერიალის სიუჟეტი მეორე მსოფლიოს ომის შემდეგომ ამერიკაზე და იმ პერიოდის ჰოლივუდში მოღვაწე მსახიობებისა და კინოხელოვანების შესახებ მოგვითხრობს, თუმცა განსხვავებული აქცენტებით ერთგვარ ალტერნატიულ ისტორიას გვთავაზობს:

"რა მოხდებოდა, თუ საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანებს თავიანთი ისტორიის მოყოლის შესაძლებლობა მიეცემოდათ? თუ ძალაუფლების მქონე პიროვნება ქალი იქნებოდა? სცენარისტი კი შავკანიანი მამაკაცი? რა მოხდებოდა, თუ იმ პერიოდის ფილმების ნამდვილი გმირი ქალი იქნებოდა? ყველასთვის საყვარელი მსახიობი კაცი კი ღიად გეი?", — სერიალზე საუბრისას ეს აქცენტები დასვა ჰოლივუდის თანარეჟისორმა, ჯანეტ მოკმა. შესაბამისად, წინ დიდ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.

ნახეთ პირველი ფოტოები ამ ახალი სატელევიზიო შოუდან, რომელშიც მთავარ როლებს დარენ კრისი, The Politician-ის მსახიობი, დევიდ კორენსვეტი და ბროდვეის ლეგენდა, პატი ლიუპონი ასრულებენ.

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix

ფოტო: Netflix