საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 2 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ. უწყების ცნობით, ზომებში შედის ისეთი ინიციატივები, როგორიცაა:

  • საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში;
  • ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება;
  • საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში;
  • უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში.

მინისტერიალის ფარგლებში, COVID-19-ის გავრცელებისა და საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხები განიხილეს. COVID-19-ის გავრცელების ფონზე მინისტერიალი შემჭიდროვებულ, დისტანციური ფორმატით ჩატარდა.