აშშ-ში ეროვნულმა დემოკრატიულმა კომიტეტმა კორონავირუსის გამო ყრილობა ივლისიდან აგვისტოსთვის გადადო. The New York Time-ს წერს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკური კალენდრის ყველაზე დიდი შეფერხებაა და ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური მოვლენა, რაც კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის გამო მომხდარა.

ყრილობა 17 აგვისტოს გაიმართება, მანამ, სანამ რესპუბლიკელები შეიკრიბებიან შარლოტში პრეზიდენტ ტრამპის წარსადგენად. ყრილობის გადადების შესახებ ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გააჟღერა მოწოდება ამის შესახებ.