დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძის აცხადებს, რომ მათი პარტია უკვე სამი კვირაა ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს, კერძოდ მარტოხელა მოხუცებს და მათთვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები სახლში მიაქვთ. ამით იგი ქართული ოცნების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მმათველი პარტიის წევრების ხელფასის მესამედი კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება.

დავით ბაქრაძემ თქვა, რომ პარტია ევროპული საქართველო ქველმოქმედებას ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე აკეთებდა და მომავალშიც გააგრძელებს ასე.

"ამ პროგრამის, ამ დახმარების ფასი არის 10-12 ათასი ლარი და ეს არის თანხა, რომელსაც პარლამენტის წევრები ევროპული საქართველოდან საკუთარი ხელფასით ფარავენ", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღეს, 2 აპრილს დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები მთავრობასა და პარლამენტში მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ კორონავირუსთან ბრძოლის ფოდში. მისივე თქმით, გუნდის წევრები მზად არიან მომავალში დამატებითი წვლილიც შეიტანონ კორონავირუსთან ბრძოლაში.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა 93 დეპუტატისგან შედგება, ხოლო მთავრობაში 12 წევრია, შესაბამისად, მთლიანობაში, 105 თანამდებობის პირი შეიტანს ფონდში თანხას.