შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს ყალბი მოკლე ტექსტური შეტყობინების შესახებ აფრთხილებს. მათი განცხადებით, აბონენტებს "UCKEBA"-ს სახელით დაეგზავნათ შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: "თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".

შსს მოქალაქეებს მიმართავს, რომ შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს. უწყების ცნობითვე, აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.