კორონავირუსის პანდემიის გამო საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნა ერთი თვით 26 მაისამდე გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა orthodoxtimes ავრცელებს.

როგორც ბერძნული ეკლესიის წარმომადგენელმა, ნავპაკტოსის მიტროპოლიტმა აღნიშნა, ქრისტიანების მთავარი დღესასწაულის, აღდგომის არაღნიშვნა უჩვეულო ამბავია, მაგრამ ეს ხდება არა იდეოლოგიური შეხედულების გამო, არამედ საზოგადეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის.

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში კორონავირუსის 1400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 52 ადამიანი.