დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ქართული ოცნების წარმომადგენლები მთავრობასა და პარლამენტში მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ კორონავირუსთან ბრძოლის ფოდში. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 2 აპრილს ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გუნდის წევრები მზად არიან მომავალში დამატებითი წვლილიც შეიტანონ კორონავირუსთან ბრძოლაში.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა 93 დეპუტატისგან შედგება, ხოლო მთავრობაში 12 წევრია, შესაბამისად, მთლიანობაში, 105 თანამდებობის პირი შეიტანს ფონდში თანხას.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის წვერები, მიუხედავად რთული ვითარებისა, შეეზღუდათ კერძო თუ საჯარო სექტორში შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად შემოიტანენ თანხას ფონდში", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ჯამში 130-მდე შეადგინა. მათ შორის 26 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 281.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.