დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სისხლის დონორი დეტალურ შემოწმებას გადი, ხოლოდ COVID-19-ის გამოჩენის შემდეგ მას დამატებით კითხვებს უსვამენ.

გარდა ამისა, იმნაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის კორონავირუსის სისხლით გადაცემის პრეცედენტი არ იძებნება.

"ყველა დონორი COVID-19-თან დაკავშირების გარეშეც ძალიან მკაცრ შემოწმებას გადის, სანამ მოხდება მისგან სისხლის აღება. რაც გულისხმობს დეტალურ მის გამოკითხვას, დეტალურ მისი ჯანრთელობის მდგომარეობის შეფასებას, სიცხის გაზომვას. COVID-19-ის შემდეგ გაჩნდა დამატებითი კითხვები ამ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც სისხლს აბარებენ", — აღნიშნა იმნაძემ.

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ჯამში 130-მდე შეადგინა. მათ შორის 26 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 281.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.