ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ესპანეთი ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ესპანეთში ვირუსით 10 003 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ბოლო 24 საათში — 950.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს.