დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ნებისმიერ ადგილას სადაც ადამიანები იკრიბებიან, მათ შორის ეკლესიაში, შეიძლება კორონავირუსის გადაცემა მოხდეს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაციაა და ეს ეხება ყველას, მათ შორის მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც, რომ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისგან. სოციალური დისტანცირება არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფექციის მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი", — აღნიშნა პაატა იმნაძემ.

პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინს ეკლესიაში მისვლას მოსირუვებს.

"მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები", — აცხადებს პატრიარქი.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ "პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ, იმას შეასრულებს".

2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ჯამში 130-მდე შეადგინა. მათ შორის 26 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 281.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობები 30 მარტს გამკაცრდა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.