კენტში მცხოვრებმა 4-შვილიანმა ოჯახმა თვითიზოლაციისას გახალისება გადაწყვიტა და საბრალონის ცნობილი საუნდტრეკის, One Day More-ის იმპროვიზირებული ვერსია ჩაწერა. ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეო ინტერნეტსენსაციად იქცა და ამ დროისთვის 8,5 მილიონი ნახვა აქვს.

ბენ და დანიელა მარშებმა სიმღერის ტექსტი შეცვალეს და თვითიზოლაციაში ცხოვრებას მოარგეს — როცა კიდევ ერთი დღის გატარება უწევთ სახლში, ხოლო ონლაინ შოპინგი და გეგმების ჩაშლა ჩვეულებრივ ამბად იქცა.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ვიდეო პანდემიის დროს მეგობრებისა და ნათესავების გასამხიარულებლად ჩაწერეს და ამხელა გამოხმაურებას არ ელოდნენ — თუმცა, თვითიზოლაციის დროს ასეთ შთამბეჭდავ, კრეატიულ და სახალისო ოჯახურ ვიდეოს რთულია გვერდი აუარო.