დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის კომპანია, რომელიც დაიცავს უსაფრთხოების პირობებს, ონლაინგაყიდვებს გააგრძელებს. ამის შესახებ მან გადაცემა ღია ეთერში ისაუბრა.

"მომსახურების სფერო არის ის სფერო, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები მოძრაობენ როგორც "ბექში", ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვს კლიენტთან, ჩვენს მოქალაქეებთან. აქ სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან და ბიზნესის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ელემენტარული პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე, ვაძლევ გარანტიას, რომ უახლოეს დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას", — აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ დიდი სავაჭრო ქსელები დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდნენ:

"არავის არაფერი არ აუკრძალავს, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმაზე, რომ მივიდეთ ჯანდაცვის სამინისტროში ან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, დავინტერესდეთ, რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლებისა და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დავიცვათ, ამის შემდგომ მივიდეთ შესაბამის შტაბში და მივიღოთ ეს ნებართვა მუშაობის, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს".

პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიტანის სერვისით საკვები პროდუქტებისა და აფთიაქების გარდა სხვა მაღაზიები ვეღარ ისარგებლებენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთან რიცხვი 117-მდე გაიზარდა. ამათგან 23 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 783 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 301.

30 მარტს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მან აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.

რაც შეეხება შეზღუდვებს:

გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.

სხვა შეზღუდვები და სიახლეები:

პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.