პირველი აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:

  • დადასტურებული შემთხვევა — 926 095;
  • გარდაცვლილი — 46 413;
  • გამოჯანმრთელებული — 193 031.

საქართველოში:

  • დადასტურებული შემთხვევა — 117;
  • გამოჯანმრთელებული — 23;
  • კარანტინის რეჟიმში — 5 437;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 260.

დღის ფაქტი

გლობალური კარანტინის შედეგად დედამიწა ახლა სხვაგვარად ბრუნავს

ფოტო: Getty Images

მკვლევრებმა, რომლებიც დედამიწის მოძრაობას სწავლობენ, განაცხადეს, რომ სეისმური ხმაური, ანუ პლანეტის ქერქიდან წამოსული ჩუმი ვიბრაციები, შემცირდა. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, სატრანსპორტო ქსელებისა და ადამიანის სხვა აქტივობების შეჩერება იყოს. მკვლევართა მიხედვით, აღნიშნული სიტუაცია დეტექტორებს პატარა, ჩვეულებრივ შეუმჩნეველი მიწისძვრების დაფიქსირებისა და ვულკანურ აქტივობაზე დაკვირვების უნიკალურ საშუალებას მისცემს.

დღის ფოტო

ლას-ვეგასში უსახლკაროებს მანქანის სადგომზე სძინავთ, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვისთვის სპეციალურად არის დახაზული

ფოტო: Reuters

დღის ფრაზა

მარინა ეზუგბაია: მორწმუნე ვარ, პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, ალბათ, მას შევასრულებ

"პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ, მას შევასრულებ", — ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კითხვას, უნდა შეეხოს თუ არა ეკლესიას შეკრების შეზღუდვა.

"იცით, რა, მე მორწმუნე ვარ, მართლმადიდებელი მორწმუნე. მრავალი წელია, ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას… იცით რა, ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე, მეტ-ნაკლებად, თუ მორწმუნე, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს და სააღდგომო ლიტურგიას დაესწროს, თუ დაიცავს ყველა იმ წესებს, რაც მოწოდებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება", — აღნიშნა ეზუგბაიამ.

რა ხდება მსოფლიოში

ფოტო: EPA

დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 900 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის მსოფლიოში კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება. ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან 200 ათასი აშშ-ში გამოვლენილი შემთხვევებია. გარდა ამისა, 100 ათასზე მეტი შემთხვევაა ესპანეთსა და იტალიაში.

სამწუხაროდ, მზარდია გარდაცვლილთა მაჩვენებელიც. მხოლოდ პირველ აპრილს მსოფლიოში COVID-19-ით 4 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რა ხდება საქართველოში

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოში უკვე მეორე დღეა კომენდანტის საათი მოქმედებს. დღეს განისაზღვრა ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელდეს. როგორც აღმოჩნდა, სურსათისა და სააფთიაქო ნაწარმის გარდა ონლაინ სხვა პროდუქციას ვეღარ შეიძენთ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა აღნიშნული ზომები ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზეზით მიიღეს. მისივე თქმით, ყველა კომპანია, რომელიც უსაფრთხოების პირობებს დაიცავს, ონლაინვაჭრობის უფლება მიეცემა.

ამასთან, საქართველოს მთავრობა მოქალაქეთა ნაწილს კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს.

ვის შეეხება აღნიშნული შეღავათი შეგიძლიათ ამ სტატიაში წაიკითხოთ:

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში

ეკონომიკის დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყოფა

ფოტო: საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სტიმულირებისთვის ორი მილიარდი ლარი გამოიყოფა. მისივე განმარტებით, ეს დახმარება მიმართული იქნება, როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიებისა და მიმდინარე წარმოების შესანარჩუნებლად.

დღის დამაიმედებელი ამბავი

იტალიაში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოში კორონავირუსი გავრცელდა, იტალიიდან განსაკუთრებით სამწუხარო სტატისტიკის შესახებ ვიგებთ ყოველდღიურად, თუმცა არის გამორჩეულად სასიხარულო გამონაკლისებიც და მათ შორისაა იტალიკა გრონდონას შემთხვევაც, რომელმაც 102 წლის ასაკში დაამარცხა კორონავირუსის ინფექცია.

ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია. მათ შორის გამონაკლისი არც დიდი ბრიტანეთია, სადაც სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მთელი რიგი მითითებების გათვალისწინებით შეიძლება.

თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას როდი სურს რეკომენდაციები გაითვალისწინოს და ხშირად შეზღუდვების არიდებას სხვადასხვა გზით ცდილობენ.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო შემთხვევის შესახებ ბრიტანელმა შეყვარებულმა წყვილმა, ნიკოლასმა და მედლინმა TikTok-ზე გაავრცელეს ვიდეო: როგორც თავად აცხადებენ, შენიშნეს მეზობელი, რომელიც ბუჩქის ფორმაშია გადაცმული, რათა მისი გადაადგილება ვერავინ შეამჩნიოს.

@repnicktv

Neighbour always sneaking out to get his shopping😂Use this to turn up to a party? ##wannapartychallenge ##foryou ##fyp ##foryoupage ##foryoupagethis ##4u

♬ Wanna Party? - Sadi'que

ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები

ნახეთ წინა შეჯამებები: