მაღაზიების ნაწილი მიტანის სერვისს ვეღარ გამოიყენებს, ზუსტი რეგულაციები უცნობია
შესაძლოა, მაღაზიების ნაწილს ონლაინ მუშაობაც აეკრძალოს. ეს არ ეხება სურსათის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და იმ პროდუქციის მაღაზიებს, რომელთა რეალიზაცია მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია.
დღეს საოჯახო ტექნიკის, წვრილი საყოფაცხოვრებო პროდუქციისა თუ სხვა ტიპის მაღაზიებმა მომხმარებელს მიაწოდეს ინფორმაცია საქმიანობის დროებით შეჩერების შესახებ.
"მთავრობის მიერ დადგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაცვის მიზნით, დროებით ვწყვეტთ ონლაინ მაღაზიის მუშაობას. როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, განვაახლებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, მანამდე კი შეგიძლიათ ვებგვერდი კატალოგად გამოიყენოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!", — დაწერა საიტზე vodkast records-მა, რომელიც მუსიკალურ ფირფიტებს ყიდის.
ონლაინგაყიდვების დროებით შეჩერების შესახებ წერენ ალტა და ზუმერიც.
განახლება: მთავრობამ 2 აპრილს მაღაზიების მუშაობა დაუშვა, რის შემდეგაც, კომპანიების ნაწილმა განცხადებები წაშალა.
განცხადება გაავრცელა მინისომაც და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დადგენილების მიხედვით, მიწოდების სერვისი დროებით იზღუდება, ამიტომ, ონლაინ გამოწერებს აჩერებს.
On.ge შეეცადა მთავრობასთან გადაემოწმებინა, რა ახალი შეზღუდვები დაუწესდა ბიზნესს. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობდნენ და დაზუსტებული პასუხი ჯერ არ ჰქონდათ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ მუშაობას გააგრძელებენ მხოლოდ იმ კატეგორიის მაღაზიები, რომლებიც დადგენილებით არის განსაზღვრული. ამასთან, მთავრობის ცხელ ხაზზე ამბობენ, რომ სურსათის, საკვებისა და აფთიაქების გარდა მიტანის სერვისით ვერ ვისარგებლებდით.
იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც საქმიანობა არ ეზღუდებათ, მთავრობის 31 მარტის, #209 დადგენილებაშია. ათეულობით კომპანიას შორის მხოლოდ სხვადასხვა პროდუქციის საწარმოები და ტვირთბრუნვის სერვისია.
არსებობს კიდევ ერთი დადგენილება, #204, სადაც მითითებულია, რომ ეკონომიკური საქმიანობა ეზღუდება ყველას, გარდა გამონაკლისებისა. დოკუმენტში მითითებული არ არის, შეზღუდვა ეხება თუ არა ონლაინ გაყიდვებსაც. რაც შეეხება გამონაკლისებს, ახალი წესებით არ იზღუდება შემდეგი:
- სამედიცინო დაწესებულების საქმიანობა;
- სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაცია, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოება;
- წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობა;
- ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოება/გადაცემა/განაწილება/მიწოდების, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდება, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება;
- კომერციული ბანკების საქმიანობა;
- იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობა, რომლებიც მომსახურებას თვითმომსახურების ჯიხურების მეშვეობით აწვდიან;
- საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობა;
- ბანკომატების, თვითმომსახურების ჯიხურებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობა;
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა;
- საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდება/რეალიზაცია;
- სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება/დისტრიბუცია/რეალიზაცია;
- სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
- მსუბუქი ავტომობილით — ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურება;
- საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. დელივერი სერვისი);
- კერძო დაცვითი საქმიანობა;
- საადვოკატო საქმიანობა;
- ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობა;
- პრესის ჯიხურები.
გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელის, აგრეთვე სპირტიანი სასმელისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება. რესტორნებისა და კვების ობიექტების მუშაობა კი კვლავ დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან გატანის პირობებში.
ეს ჩამონათვალი სხვა მაღაზიების ონლაინ საქმიანობას ღიად ტოვებს.
დადგენილებაში წერია ისიც, რომ მთავრობა უფლებამოსილია თავად განსაზღვროს ის ეკონომიკური საქმიანოებები და კომპანიები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ შეიზღუდება.
სწორედ ამ ჩანაწერზე მიუთითა დღეს ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ დადგენილებაში ყველა დეტალი ვერ ჩაიწერებოდა.
"დადგენილებაში დატოვებულია დათქმა, რომ ჩვენ მივმართოთ რეგიონულ ოპერატიულ შტაბებს, თვითმმართველობებს, დარგობრივ სამინისტროებს, რომ მათი მეშვეობით მოხდება კომუნიკაცია ყველა ბიზნესსუბიექტთან, თუ ვისთვის არის ნებადართული საქმიანობა, რა სახით და რა რეჟიმით", — თქვა მან.
ის საქმიანობები, რომლებიც არ იზღუდება, საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს განსაზღვრა. სწორედ მაშინ გადაერთო მაღაზიების დიდი ნაწილი ონლაინგაყიდვებსა და მიტანის სერვისზე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები