კომუნალური გადასახადების დაფინანსებასთან დაკავშირებით თბილისი ენერჯი განცხადებას ავრცელებს
მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისი ენერჯი განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კომუნალური გადასახადების დაფინანსებას, გაცნობებთ, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 და ნაკლებ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს, სამი თვის განმავლობაში — მარტში, აპრილსა და მაისში საქართველოს მთავრობა სრულად აუნაზღაურებს მოხმარებული გაზის საფასურს ზემოაღნიშნული მოცულობის ფარგლებში.
მომხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად. ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვის გადასახადი (ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს) მიმდინარე პერიოდისათვის დაფარული არ აქვთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ.
აღნიშნულში არ იგულისხმება თანადაფინანსება, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები, რომლებიც 1 თვის განმავლობაში მოიხმარენ 201 კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის ბუნებრივ გაზს, თავად უზრუნველყოფენ საფასურის ანაზღაურებას სრულად.
აღნიშნული არ ეხებათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და ისინი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ფარავენ სრულად".
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები