იტალიაში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
მას შემდეგ, რაც მთელ მსოფლიოში კორონავირუსი გავრცელდა, იტალიიდან განსაკუთრებით სამწუხარო სტატისტიკის შესახებ ვიგებთ ყოველდღიურად, თუმცა არის გამორჩეულად სასიხარულო გამონაკლისებიც და მათ შორისაა იტალიკა გრონდონას შემთხვევაც, რომელმაც 102 წლის ასაკში დაამარცხა კორონავირუსის ინფექცია.
"ჩვენ მას ზედმეტსახელად უკვდავი შევარქვით", — განაცხადა ექიმმა, რომელიც მას გენუაში, სან მარტინოს კლინიკაში მკურნალობდა.
როგორც ექიმი ამბობს, "იტალიკა ამ პანდემიისას ყველა ასაკოვანი ადამიანის იმედია".
იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციით დაღუპული ადამიანების საშუალო ასაკი 78 წელია.
იტალიკა გრონდონა კლინიკაში მარტის დასაწყისში მოათავსეს და 20 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ:
"მას კორონავირუსის სუსტი სიმპტომები ჰქონდა, მაგრამ მაინც ჩავუტარეთ ტესტი და ინფექცია დაუდასტურდა. მას შემდეგ მის გამოსაჯანმრთელებლად ჩვენ მხოლოდ მცირედი გავაკეთეთ, ძირითადად თავად შესძლო ამასთან გამკლავება", — განუცხადა ექიმმა CNN-ს.
როგორც იტალიკას მკურნალი ექიმები ამბობენ, ამ შემთხვევამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მის შესწავლას უფრო საფუძვლიანად აპირებენ:
"მისი სისხლის ნიმუშები ავიღეთ, რადგან ის ჩვენთვის ნაცნობი პირველი პაციენტია, რომელმაც, შესაძლოა, ესპანური გრიპის სახელით ცნობილია პანდემიაც გადაიტანა, რადგან ის 1917 წელსაა დაბადებული".
ესპანური გრიპი 1918-1919 წლებში გავრცელდა და მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
იტალიკა საავადმყოფოდან 26 მარტს გაეწერა და ახლა მასზე უკვე სახლში ზრუნავენ.
"არ ვიცი, რა არის მისი საიდუმლო, მაგრამ ვიცი, რომ ის თავისუფალი და დამოუკიდებელია ქალია", — აცხადებს იტალიკას ძმისშვილი, რენატო გრონდონა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
კომენტარები