Evolution Gaming-მა 1300 თანამშრომელი გაათავისუფლა — EMC უფლებების დარღვევაზე საუბრობს
საქართველოში კარანტინის გამოცხადებიდან მეორე დღეს ონლაინკაზინოების პროვაიდერმა, Evoluyion Gaming-მა 1 300 თანამშრომელი გაათავისუფლა. როგორც კომპანია აცხადებს, გათავისუფლებულებს საოპერაციო პოზიციები ეკავათ და გამოსაცდელი ვადით იყვნენ. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მომდევნო ორი თვის განმავლოაბაში ყოფილ თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზღვევა შეუნარჩუნდებათ.
ევოლუშენ გეიმინგიდან მასობრივ დათხოვნას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შრომითი სტანდარტებისა და დასაქმებულთა უფლებების დარღვევად აფასებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გარდა დათხოვნისა კომპანიამ 3 000 დასაქმებულიდან ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვა.
"როგორც ცნობილი გახდა, სამსახურიდან დათხოვნილ თანამშრომლებს შრომითი კონტრაქტი გამოსაცდელი ვადის პერიოდში შეუწყდებათ. კომპანია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად საგანგებო მდგომარეობის გამო შექმნილ მდგომარეობას და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებას ასახელებს", — აცხადებენ EMC-ში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ გამოსაცდელი ვადის პერიოდში დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით, კომპანია უხეშად არღვევს დასაქმებულთა უფლებებს, ბოროტად იყენებს დომინანტურ მდგომარეობას და უგულებელყოფს უფლებრივ სტანდარტებს:
"მოცემულ შემთხვევაში ცხადია, რომ კომპანიამ მხოლოდ იმ თანამშრომლებთან გაწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რომელთაც გამოსაცდელი ვადით ჰქონდათ შრომითი ხელშეკრულება დადებული და არა სხვა დასაქმებულებთან, რომელთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კანონი სათანადო კომპენსაციის გადახდას ავალდებულებდა. ცხადია, რომ ევოლუშენ გეიმინგმა სამუშაო ძალა შეამცირა არა ფუნქციონირებისათვის საჭირო კადრების გამორჩევითა და გამოყოფით, არამედ იმის მიხედვით, თუ ვისთან უფრო ნაკლები ფინანსური დანახარჯით შეძლებდა შრომითი ურთიერთობის გაწყვეტას".
გარდა ამისა EMC განმარტავს, რომ მასობრივი დათხოვნის პირობებში ევოლუშენ გეიმინგს გადაწყვეტილების მიღებამდე 45 დღით ადრე წერილობითი შეტყობინება უნდა გაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროსთვისა და იმ დასაქმებულებისთვის, რომელთაც ათავისუფლებდა.
"ორგანიზაცია წერილობით გადაამოწმებს ოფიციალურ უწყებებთან მასობრივი დათხოვნის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ფაქტს, თუმცა ამგვარი შეტყობინება დასაქმებულებს ამ დრომდე არ მიუღიათ", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები