გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პირველ აპრილს კორონავირუსზე ხუმრობებისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სამინისტროს განმარტებით, კორონავირუსზე ხუმრობების შემცირება ვირუსის წინააღმდეგ საინფორმაციო ბრძოლის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.

"კორონა ხუმრობა არაა", — აცხადებენ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში.

ტრადიციულად ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, პირველ აპრილს ხალხი სხვადასხვა თემებზე სახუმარო ისტორიებს იგონებს.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 72 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 790-მდე ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 16 ათასზე მეტი.