დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი აქვს. მისი თქმით, ამ ტესტების გამოყენებას კლინიკები უახლოეს მომავალში დაიწყებენ. ამ თემაზე თამარ გაბუნიამ მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

"ამ დროისთვის ქვეყანაში არის 4 000 ანტისხეულზე დამყარებული ტესტი და 2 000 სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომელსაც სჭირდება ანალიზატორი იმისთვის, რომ ეს ტესტი შესრულდეს. ჩვენ უმოკლეს ვადაში ველოდებით დამატებით 2 000 ანტიგენ ტესტს, რომლის გამოყენებაც ანალიზატორის გარეშეა შესაძლებელი და მისი გამოყენება მოხდება მარტივად კლინიკების მიერ", — თქვა თამარ გაბუნიამ.

მან აღნიშნა, რომ თითოეულ კლინიკაზე უკვე გამოყოფილია ის ლაბორატორია, რომელიც გააკეთებს საკონტროლო ტესტირებას, რადგან პასუხები გადამოწმდეს. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ე.წ. ცხელების კლინიკებიდან დამატებით ორ ადამიანს ჩაუტარებს ტრენინგს, რომ მათ შეძლონ ნახის უსაფრთხოდ აღება და ანტიგენზე დამყარებული ტესტის გამოყენება.

დღეს, პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს ჯგუფებსა და ტესტირების ჩატარების მეთოდს. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამივე მეთოდით ტესტირება უახლოეს მომავალში დაიწყება. მისი თქმით, სახელმწიფოს უკვე აქვს მზაობა ე.წ. ცხელების კლინიკებში გამოიყოს სპეციალური ზონა სადაც პაციენტი 24 საათის განმავლობაში დარჩება, შეფასდება კორონავირუსზე და პასუხის მიხედვით მოხდება მისი მართვა.