Covid-19 და შაქრიანი დიაბეტი — რა უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის დროს
SARS-CoV-19 — ვირუსული ინფექცია, რომელმაც შეცვალა დღევანდელი მსოფლიო. უახლესი მონაცემებით, ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 203 ქვეყანაში, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 800 000-ზე მეტია. სამედიცინო საზოგადოება აქტიურად სწავლობს ვირუსის გავრცელების, პრევენციის, მკურნალობისა თუ ვაქცინაციის გზებს.
როგორც ცნობილია, კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებულ რისკს ქმნის 70 წელს გადაცილებულ და ასევე სხვადასხვა ქრონიკული თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში, ხოლო ახალგაზრდა ასაკში გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. Covid-19-სა და თანმხლები ენდოკრინული დაავადებების შესახებ საუბრობს აკად. ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი, თამარ ხუციშვილი.
რომელი დაავადებების თანხვედრისას უნდა ველოდოთ კორონავირუსული ინფექციის გართულებებს?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, Covid-19 განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი ქრონიკული დაავადებების დროს: შაქრიანი დიაბეტი (ნებისმიერი ფორმა), გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, სისტემური დაავადებები და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მორბიდული სიმსუქნის მქონე (მაღალი ხარისხის სიმსუქნე, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40 კგ/მ2-ს აღემატება) პაციენტებიც ასევე მოიაზრებიან მაღალ რისკ-ჯგუფში.
ანალოგიურად შეიძლება ჩაითვალოს ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებებიც?
საბედნიეროდ, არა. ამ კუთხით მიმდინარეობს კვლევები და ამ ეტაპზე არ გამოვლენილა რაიმე ტიპის კორელაცია ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე დაავადებას (აუტოიმუნური თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება და ა.შ.) და Covid-19-ის გართულებებს შორის.
რა უნდა გაითვალისწინოს დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა კორონავირუსული პანდემიის დროს?
მსოფლიოს წამყვანმა ენდოკრინულმა საზოგადოებებმა (ADA, ESE, IDF) წარმოადგინეს კონკრეტული რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტის მქონე პირთათვის, სადაც ძირითადი აქცენტი სისხლში შაქრის დონის იდეალურ კონტროლსა და თვითიზოლაციაზეა.
ყველაზე მარტივი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც მთელი მსოფლიო თანხმდება, ესაა სოციალური იზოლაცია. მაქსიმალურად მოერიდეთ კონტაქტებს და არ გახვიდეთ გარეთ აუცილებლობის გარეშე. როგორც მრავალჯერ ითქვა, სწორედ იზოლაციაა ინფექციისგან დაცვის მთავარი იარაღი.
დაიბანეთ ხელები ხშირად და სრულყოფილად, არ შეეხოთ სახეს, სისტემატურად გაწმინდეთ და დაადეზინფიცირეთ ხშირად მოხმარებადი ნივთები.
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სისხლში შაქრის მაჩვენებლების მოწესრიგება! პანდემიის დროს ინტენსიურად აკონტროლეთ სისხლში გლიკემიის დონე. ქრონიკული ჰიპერგლიკემია აქვეითებს ორგანიზმის იმუნურ სტატუსს და ზრდის სხვადასხვა ინფექციით გართულებების რისკს. კარგ გლიკემიურ კონტროლს არსებითი მნიშვნელობა აქვს ინფექციასთან ბრძოლის პროცესისა და გართულებების პრევენციისთვის.
ნებისმიერი ინფექციური პროცესი ზრდის ორგანიზმში გლუკოზის დონეს, ასევე, მოთხოვნილებას სითხეზე, ამიტომ არ დაგავიწყდეთ წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღება.
მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები, გლუკომეტრის ჩხირები, ასევე, მარტივი ნახშირწყლები (ხილის წვენი, თაფლი) დაბალი გლუკოზის დაფიქსირებისას გამოსაყენებლად. დარწმუნდით თქვენი გლუკომეტრის გამართულ მუშაობაში.
იკვებეთ გონივრულად, ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ სხვადასხვა შეფერილობის ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტები, თხილეული. იზრუნეთ იმუნიტეტზე, ვიტამინებით (A, B6,B12,C, D), რკინით, სელენით, თუთიით მდიდარი საკვების ყოველდღიური გამოყენებით.
გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის რჩევები სწორი კვების შესახებ, რათა მაქსიმალურად დასტაბილურდეს სისხლში შაქრის მაჩვენებლები!
მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, იძინეთ დღე-ღამის მანძილზე, სულ მცირე, 7-8 სთ.
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იზრუნეთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოგვიწოდებს, დღე-ღამეში მაქსიმუმ 2-ჯერ გავეცნოთ პანდემიის შესახებ ცნობებს და შეძლებისდაგვარად ვარეგულიროთ სტრესის დონე.
ვიცით, რომ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტია ჩვენი იმუნიტეტი. სტრესის დროს ჭარბად გამოყოფილი ჰორმონები — კორტიზოლი, ადრენალინი აქვეითებს ორგანიზმის იმუნურ სტატუსს, მსოფლიო მედიცინას კი ჯერ არ შეუქმნია იმუნიტეტის მასტიმულირებელი უნივერსალური საშუალება.
რაც შეეხება სხვა ენდოკრინულ პათოლოგიებს, რომლებიც ასევე წარმოადგენენ კორონავირუსული ინფექციის გართულებების რისკ-ფაქტორს?
დაავადებულ პაციენტებზე დაკვირვებით გამოვლინდა, რომ მაღალი ხარისხის სიმსუქნის მქონე პაციენტები მიდრეკილნი იყვნენ ფილტვის ფუნქციის დარღვევის, ალვეოლების დესტრუქციული ცვლილებებისა და სუნთქვის უკმარისობისკენ. ამგვარად, ისინიც მოიაზრებიან მაღალ რისკ-ჯგუფში.
მაღალია ასევე Covid-19-ით გართულებების რისკი პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობით. ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის აუცილებელია მკურნალ ექიმთან მჭიდრო კონტაქტი, რადგან Covid-19-ის დადასტურების შემდგომ მოხდეს ჩანაცვლებითი თერაპიის დროული კორექცია.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები