ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციური სერიალის, Rick and Morty-ის მეოთხე სეზონის დარჩენილი ეპიზოდების ხილვა მაყურებლებს 3 მაისიდან შეეძლებათ.

ამ ანიმაციური სიტკომის მეოთხე სეზონის პრემიერა 2019 წლის 10 ნოემბერს შედგა, თუმცა მხოლოდ ხუთი ეპიზოდი გამოვიდა და 15 დეკემბრის შემდეგ ერთგული გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ სეზონის მეორე ნაწილის ხილვას.

სულ რამდენიმე საათის წინ კი ამ პროექტის შემქმნელმა კომპანიამ, Adult Swim-მა პრემიერის თარიღთან ერთად ახალი ტრეილერიც გამოაქვეყნა:

შოუს შემქმნელები მაყურებლებს ხშირად უწყობენ მოულოდნელ სიურპრიზებს, შესაბამისად, პირველი აპრილი სწორედ ის დროა, როცა შეშლილ რიკს უნდა გავეოცებინეთ.

ფოტო: Giphy