აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა. ამ მონაცემბით, აშშ-მ ჩინეთს გადაუსწრო.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ვირუსით სიკკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ნიუ-იორკში ფიქსირდება.

ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 188 ათასს აჭარბებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე მეტი არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშავნავად იმუშავეს. მისივე თქმით, აშშ კორონავირუსით გარდაცვალების პიკს 2 კვირაში მიაღწევს და ამის შემდეგ, ვირუსის გავრცელება კლებას დაიწყებს.